კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა სირიის პრეზიდენტი ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

სირიის პრეზიდენტი ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

by admin

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა და შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ჰათაბი ტერორისტების სიიდან ამოიღო. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.

10 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაში „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლასთან შეერთებას ითვალსწინებს.

ამასთან, აშშ-ში სირიის პრეზიდენტის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ცნობილი გახდა, რომ სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათობით სავარაუდო წევრი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay