კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა – ჯო ბაიდენი

ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა – ჯო ბაიდენი

by admin

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან „დემოკრატია გაანადგურა“. იუწყება CNN

“ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა. მაგრამ უნდა ვაღიარო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა”, – განაცხადა ბაიდენმა ნებრასკას დემოკრატიული პარტიის მიერ ომაჰაში გამართულ გალა-ღონისძიებაზე. ჯო ბაიდენმა იგულისცმა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა საბანკეტო დარბაზისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლის დანგრეული აღმოსავლეთი ფრთა “მისი პრეზიდენტობის იდეალური სიმბოლოა. ტრამპმა დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და თავად ჩვენს დემოკრატიას”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბაიდენმა ასევე ირონიული კომენტარი გააკეთა ტრამპის განცხადებებზე, რომ მისმა მეორე ვადამ ქვეყანას „ოქროს ხანა“ მოუტანა.

“ახლა ის ამბობს, რომ ჩვენ, “ოქროს ხანაში” ვართ. ერთადერთი ოქრო ის არის, რასაც ბუხრის თავზე ჰკიდებს”, – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის მოოქროვილ ავეჯზე საუბრისას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay