ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე – კობახიძე

ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე – კობახიძე

by admin

“არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია, შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია, ეს იყო მკაფიო განცხადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანას სრულად გაანადგურებდა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავალი ომის წინაშე აღმოვჩნდით, ბოლო 35 წლის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ომის, ოთხი განსხვავებული ომის. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay