ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა

by admin

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

ტრამპმა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა ოვალურ კაბინეტში სამუშაო ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას, ვაუმჯობესებთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ვაფართოებთ ჩვენს საერთო კავშირებს.

„უძველესი აბრეშუმის გზა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა, ოდესღაც ამ ქვეყნებში გადიოდა“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ამერიკის წინა პრეზიდენტები სრულიად უგულებელყოფდნენ ამ რეგიონს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა

შეხვედრისას ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტმა კავშირების გაღრმავების მზაობა გამოთქვა. როგორც „როიტერი“ წერს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი გავლენა რესურსებით მდიდარ რეგიონში, სადაც დიდი ხანია, რუსეთი დომინირებს და დღეს რეგიონის მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაქცევას ჩინეთი ცდილობს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay