უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭება შეაფასა.
“მზია ამაღლობელმა რეალურად დავალება შეასრულა, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი დავალება ამას მნიშვნელობა არ აქვს. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც ვიღაცებს უფასებენ მცდელობას, ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი აქტები არავის უკვირს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ