შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა – დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გამოსწორება ძალიან მალე მოხდება, მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად – კობახიძე

არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა – დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გამოსწორება ძალიან მალე მოხდება, მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად – კობახიძე

by admin

რეალურად, ძალიან კარგია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ბატონი ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით. უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს. თუმცა ეს ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ მე დარწმუნებული ვარ, მისი გამოსწორება ძალიან მალე მოხდება. მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად – ირაკლი კობახიძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay