შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა, ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა – დონალდ ტრამპი

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა, ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა – დონალდ ტრამპი

by admin

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ეს ჩემთვის არასწორი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ”, – დასძინა ტრამპმა.

ტრამპი აღნიშმავს, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის, მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება”.

დონალდ ტრამპს ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე – “როსნეფტზე” და “ლუკოილზე” აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე.

“ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე, იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ”, – დასძენს ის.

რუტე კი აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ ეტაპზე გადაყვანა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay