შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო აშშ-მ რუსულ Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსულ Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა

by admin

აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა და მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს” – ამბობს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრი, სკოტ ბესეტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay