ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ – ჯო უილსონი

მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ – ჯო უილსონი

by admin

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს:

„გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან. მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო ამას აკვირდება“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay