სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home ეკონომიკა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჩვენ სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებეზე – თამარ იოსელიანი

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჩვენ სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებეზე – თამარ იოსელიანი

by admin

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჩვენ სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებეზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

“ანაკლიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ დაიწყო ინვესტორების განხორციელება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში. ჩვენ შერჩეული გვყავს ბელგიური კომპანია – იან დე ნული იმისათვის, რომ ააშენოს, როგორც ზღვის ინფრასტრუქტურა, ასევე შესაბამისად დააღრმაოს ზღვის აუზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე სამობილიზაციო სამუშაოები დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ, სამშენებლო სამუშაოებეზე.

რაც შეეხება ინვესტორის შერჩევას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები და შესაბამისად, გეცნობებათ ამის თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებით მიმდინარეობს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. წარმატებული გახსნა ჰქონდა და შესაბამისად, ეს არის ის პლატფორმა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ისე ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს, შეიკრიბონ 2 წელიწადში ერთხელ, დისკუსიები გამართონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის შუა დერეფნის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ენერგეტიკა და ა.შ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს იმ პანელში მონაწილეობა, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან, ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას სამომავლოდ. ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებაზე, ასევე, აეროპორტების განვითარებაზე, შავი ზღვის კაბელზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რკინიგზაში და გზების დეპარტამენტში”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay