შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა იერიში მიიტანა ნარკოტიკებით დატვირთულ წყალქვეშა ნავზე, დაღუპულია 2 ადამიანი – დონალდ ტრამპი

აშშ-მა იერიში მიიტანა ნარკოტიკებით დატვირთულ წყალქვეშა ნავზე, დაღუპულია 2 ადამიანი – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა იერიში მიიტანა ნარკოტიკებით დატვირთულ წყალქვეშა ნავზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიემართებოდა. ამის შესახებ ის Truth Social-ში წერს.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ძალიან დიდი წყალქვეშა ნავის განადგურება, რომელიც ნარკოტიკებით იყო დატვირთული და აშშ-ში ცნობილი ნარკოტრანზიტის მარშრუტით მიემართებოდა. აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ძირითადად ფენტანილით და სხვა უკანონო ნარკოტიკებით იყო დატვირთული. მე რომ ამ წყალქვეშა ნავისთვის ნაპირთან მისვლის უფლება მიმეცა, სულ მცირე 25 000 ამერიკელი დაიღუპებოდა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay