70
გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს