კვირა, ივნისი 7, 2026
Home მსოფლიო უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში მარკო რუბიოს შეხვდა

by admin

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ანდრეი ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა მონაწილეობდნენ.

„უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მომზადების საკითხები განვიხილეთ“, – წერს ერმაკი X-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay