ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო ევროკავშირი და ნატო დრონების წარმოების სფეროში თანამშრომლობენ – მარკ რუტე

ევროკავშირი და ნატო დრონების წარმოების სფეროში თანამშრომლობენ – მარკ რუტე

by admin

ევროკავშირი და ნატო დრონების წარმოების სფეროში თანამშრომლობენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა.

“შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი და ნატო ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ვმუშაობთ, რომ ამ ორი ორგანიზაციის სიძლიერე ერთად გამოვიყენოთ. ნატო-ს ხისტი ძალა გააჩნია, რაც შესაძლებლობები და სამხედრო სიძლიერეა, ხოლო ევროკავშირს უზარმაზარი რბილი ძალა აქვს და უზრუნველყოფს ფინანსურ შესაძლებლობებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმებას. ამ კომბინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსები ამის დაყოფას ცდილობენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. ინიციატივის ფარგლებში უკვე 2 მილიარდი დოლარი გამოიყო. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, შვედეთი, დანია და ნორვეგია ინიციატივას უკვე აქტიურად შეუერთდნენ”, – აღნიშნა რუტემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay