ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს – რადოსლავ სიკორსკი

ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს – რადოსლავ სიკორსკი

by admin

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს.

სიკორსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ კურსი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაძლიერებლად.

“დრონების კედლის“ ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სიკორსკიმ აღნიშნა რომ რუსეთს, სამწუხაროდ, შეუძლია “ევროპაში ღრმად შეაღწიოს“.

“მზად უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამიტომ ვფიქრობ, რომ დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების არშექმნა უპასუხისმგებლო იქნება. უკრაინელები ამ ომს სამ წელზე გეგმავენ, რაც გონივრულია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ მზად ვართ, ეს კურსი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა სიკორსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay