შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი ორშაბათს ისრაელსა და ეგვიპტეს ეწვევა და ხელს მოაწერს ღაზის სამშვიდობო შეთანხმებას – თეთრი სახლი

დონალდ ტრამპი ორშაბათს ისრაელსა და ეგვიპტეს ეწვევა და ხელს მოაწერს ღაზის სამშვიდობო შეთანხმებას – თეთრი სახლი

by admin

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას ისრაელსა და ეგვიპტეს ეწვევა, რათა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.

ოფიციალური გრაფიკის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი თელ-ავივში კვირას, ვაშინგტონის დროით 15:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) გაფრინდება.

მას ისრაელში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 09:20 საათზეა ელოდებიან.

ტრამპი ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე ღაზაში დაკავებული მძევლების ოჯახებთან შეხვედრას გეგმავს. ისრაელში მისი ვიზიტის კულმინაცია ქვეყნის პარლამენტში, ქნესეთში, სიტყვით გამოსვლა იქნება.

თეთრი სახლის ცნობით, იმავე დღეს, 13:30 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელიდან ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაემგზავრება. იქ ის მონაწილეობას მიიღებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად დამტკიცების ცერემონიაში. შემდეგ კი თეთრი სახლის ხელმძღვანელი ვაშინგტონში გაფრინდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay