კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ზელენსკიმ რომის პაპს, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

ზელენსკიმ რომის პაპს, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე რომის პაპს, ფრანცისკეს რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

ზელენსკიმ, რომელიც ევროპის დედაქალაქებში უკრაინის “გამარჯვების გეგმის” განსახილველად ვიზიტებს მართავს, განაცხადა, რომ მან ტყვეების გაცვლის შესახებ კონფერენციაზე ვატიკანიც მიიწვია. შეხვედრა ოქტომბრის თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

“ჩვენ რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელების უკან დასაბრუნებლად დახმარებისთვის იმედებს წმინდა საყდარზე ვამყარებთ”. – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში. მისი თქმით, პაპთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო.

ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პაპთან ზელენსკის მეორე შეხვედრაა. საუბრის ბოლოს ფრანცისკემ ზელენსკის ბრინჯაოს ნამუშევარი აჩუქა წარწერით “მშვიდობა სუსტი ყვავილია”.

თავის მხრივ, ზელენსკიმ პაპს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი აჩუქა, რომელზეც უკრაინის ქალაქ ბუჩის ნანგრევებთან მდგარი ბავშვია გამოსახული.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay