პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home მსოფლიო პოლონეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პოლონეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

by admin

პოლონეთში უკრაინელი სამხედროებისთვის უდიდესი სასწავლო ცენტრი (კემპ ჯომსბორგი) გაიხსნა, რომელსაც, ერთდროულად, 1 200-მდე სამხედროს მიღება შეუძლია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების წვრთნას და გააუმჯობესებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის. აქ ჩვენ შევძლებთ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის დრონების გამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნაწილია და ქმნის საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. აქ უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მათ მალე შეუერთდებიან სამხედრო მოსამსახურეები ესტონეთიდან და ალიანსის სხვა ქვეყნებიდან,” – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay