პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home პოლიტიკა ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა მინდა, გავაფრთხილო ყველა, როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს – ირაკლი კობახიძე

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა მინდა, გავაფრთხილო ყველა, როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს – ირაკლი კობახიძე

by admin

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა:

“ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს მშვიდობიანად, გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ არ დაარღვიონ კანონი. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს. მე მინდა, შევახსენო ყველას – ვინც იყო ჩართული ძალადობაში, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წლიდან იწყება, არის 4-4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს კანონის მიხედვით. შესაბამისად, მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay