ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა

by admin

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა, – ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR-ი ავრცელებს.

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს სამიტის დაწყებამდე შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა დანიასა და ევროპას დრონების სფეროში დახმარებას გაუწევს.

„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, განსაკუთრებით დრონების თემა. ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავებას ვაპირებთ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ დრონებია“, – აღნიშნა ფრედერიქსენმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay