ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე – აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან

ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე – აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან

by admin

ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში განუცხადა:

“ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay