ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვის ცესკომ ბიულეტენების 100% დათვალა – მაია სანდუს პარტიამ ხმათა 50.2 % მოიპოვა, მას პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება

მოლდოვის ცესკომ ბიულეტენების 100% დათვალა – მაია სანდუს პარტიამ ხმათა 50.2 % მოიპოვა, მას პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება

by admin

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 100% დათვალა. ცესკო-ს ცნობით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 24.17 პროცენტით.

საარჩევნო ბლოკმა „ალტერნატივამ“ ხმათა 7.96% მიიღო, „ჩვენმა პარტიამ“ 6.2, „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა“ კი 5.62%. შესაბამისად, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, მას პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება.

„პატრიოტულ ბლოკს“ 26 მანდატით, ბლოკ „ალტერნატივას“ – რვა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა“ პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay