სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე

by admin

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამერიკაში ვიზიტისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრებს:

“საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე”.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay