სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home მსოფლიო არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს – პუტინი

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს – პუტინი

by admin

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს უპასუხოს.

“ხაზს ვუსვამ და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ამაში, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ წარმოქმნილ საფრთხეს, ამასთან, ჩვენი გეგმები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ მუშავდება ცვალებადი გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და სრულად და დროულად ხორციელდება. გარდა ამისა, სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამ ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვების შენარჩუნების შესახებ. რუსეთი ასევე მიიჩნევს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით (START) გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვის ნაბიჯები ეფექტური იქნება, თუ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს, ეს ზომა (START-ით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვა) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ შეერთებული შტატები ანალოგიურად იმოქმედებს და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ძირს უთხრის ან არღვევს შეკავების პოტენციალის არსებულ ბალანსს”, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დროს

 

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay