შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home პოლიტიკა მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

by admin

მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

„მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 16 ქვეყნის: ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე, ომანის სასულთნოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay