კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა უკრაინაში ევროპის გაგზავნილი სამშვიდობო ჯარები ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან – ლავროვი

უკრაინაში ევროპის გაგზავნილი სამშვიდობო ჯარები ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან – ლავროვი

by admin

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თუ ევროპული სახელმწიფოები უკრაინაში მშვიდობისმყოფელ დანაყოფებს გაგზავნიან, რუსეთი მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩათვლის. 

“ევროპა თავისი კონტიგენტების უკრაინაში გაგზავნას განიხილავს, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი მხრიდან ჩაითვლებიან ლეგიტიმურ საომარ სამიზნეებად” – ამბობს ლავროვი

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთ გზად NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო ჯარების უკრაინაში განლაგება განიხილება.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინაში შემაკავებელი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. ამის შესახებ რუტემ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

“რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ეს არ არის მათი გადასაწყვეტი. რუსეთი ამასთან არაფერი შუაშია”. – თქვა რუტემ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay