70
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გაგზავნა გააგრძელა და კიევისთვის ამერიკული შეიარაღების ახალი პაკეტები დაამტკიცა, რომლებიც უკრაინაში შესაძლოა, მალევე გაიგზავნოს, აშინგტონი უკრაინას შეიარაღებას აშშ-ს მოკავშირეებთან დადებული ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში გაუგზავნის. აშშ-სა და მოკავშირეების მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმით, უკრაინა აშშ-ს მარაგებიდან შეიარაღებას NATO-ს სახელმწიფოების დაფინანსების წყალობით მიიღებს.
წყაროების თქმით, აშშ-ს ომის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ორი $500 მილიონამდე ღირებულების პაკეტი დაამტკიცა უკრაინაში გასაგზავნად უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) მექანიზმის ფარგლებში