კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შალვა პაპუაშვილის პეტერ ფიშერზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შალვა პაპუაშვილის პეტერ ფიშერზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებ

by admin

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის პეტერ ფიშერზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ.

გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი” – წერია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay