კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბალტიელი მეგობრების მოწოდება და ავაშენოთ დრონების კედელი – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბალტიელი მეგობრების მოწოდება და ავაშენოთ დრონების კედელი – ურსულა ფონ დერ ლაიენი

by admin

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა დაიწყებს „აღმოსავლეთის ფლანგის მონიტორინგის“ პროგრამას, რათა გააუმჯობესოს რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნების რეალურ დროში მეთვალყურეობა.

მისი თქმით, დრონების კედელი აშენდება.

„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია რეალური დროის რეჟიმში კოსმოსურ მეთვალყურეობაში, რათა ძალების არცერთი მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩეს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრების მოწოდება და ავაშენოთ დრონების კედელი. ეს არ არის აბსტრაქტული ამბიცია. ეს საიმედო დაცვის საფუძველია,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ კომისია ოქტომბრის ბოლოს, ევროპის საბჭოს შემდეგი ოფიციალური სამიტისთვის წარადგენს მკაფიო გზამკვლევს ახალი ერთობლივი თავდაცვის პროექტების დასაწყებად, რათა დაისახოს „2030 წლისთვის მკაფიო მიზნები“ და შეიქმნას „ევროპული თავდაცვის სემესტრი”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay