შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება ნეპალში ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენცია დაწვეს, დაიღუპა პრემიერის ცოლი

ნეპალში ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენცია დაწვეს, დაიღუპა პრემიერის ცოლი

by admin

ნეპალში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს, გარდა ამისა ბლოკირებულია დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ყოფილი პრემიერმინისტრის, ჯალა ნათაჰ კჰანალის სახლს.  ხანძრის შედეგად ძლიერი დამწვრობები მიიღო ყოფილი პრემიერის ცოლმა, რაჯიალაკშმი ჩიტრაკარმა. ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კჰანალი ნეპალის პრემიერმინისტრის პოსტს 2011 წლის 6 თებერვლიდან, იმავე წლის 29 აგვისტომდე იკავებდა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ კიდევ ერთ ყოფილ პრემიერმინისტრს, შერ ბაჰადურ დეუბას.

ამ დროისთვის ნეპალში დაღუპულია 22 ადამიანი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay