შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა პუტინის მიზანი უკრაინის სრული ოკუპაცია, მისთვის ეს არის გამარჯვება და სანამ ამას ვერ შეძლებს, გამარჯვება ჩვენს მხარესაა – ზელენსკი

პუტინის მიზანი უკრაინის სრული ოკუპაცია, მისთვის ეს არის გამარჯვება და სანამ ამას ვერ შეძლებს, გამარჯვება ჩვენს მხარესაა – ზელენსკი

by admin

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში გამართულმა სამიტმა რუსეთის ლიდერს მისცა ის, რაც მას სურდა.

“სამწუხაროა, რომ უკრაინა იქ არ იყო, რადგან ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მისცა პუტინს ის, რაც სურდა. მას ძალიან სურდა პრეზიდენტ ტრამპთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა. ვფიქრობ, პუტინმა მიიღო ეს და ეს სამწუხაროა. პუტინს არ სურს ჩემთან შეხვედრა, მაგრამ ძალიან სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა, ყველას აჩვენოს ვიდეო და ფოტო, რომ ის იქ იმყოფება.

ყველას გვესმის, რომ პუტინზე დამატებითი ზეწოლა გვჭირდება. შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა გვჭირდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია ევროპელებთან დაკავშირებით – ძალიან მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აგრძელებს ნავთობისა და რუსული გაზის ყიდვას. და ეს უსამართლოა. ამიტომ, უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი სახის ენერგორესურსის ყიდვა რუსეთიდან. ეს არის მხოლოდ ერთი, ერთი გზა იმისა, თუ როგორ შევაჩეროთ მკვლელი. უნდა მოხსნათ მას იარაღი – ენერგორესურსები მისი იარაღია.

არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტების, თავდასხმების ქვეშაა. არ შემიძლია ამ ტერორისტების დედაქალაქში წასვლა. ეს გასაგებია და ის ამას ხვდება. ამიტომ გასაგებია, რომ ის ამას აკეთებს ჩვენს მიერ დანიშნული შეხვედრის გადადების მიზნით.

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს [ტრამპს] სურს ამ ომის დასრულება. მაგრამ თუ სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია დავასრულოთ და არ არსებობდეს შესაძლებლობა აგრესიის ხელახლა განსახორციელებლად ექვს თვეში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ომის შეჩერება, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ მდგრადი მშვიდობა, უსაფრთხოებას. პუტინის მიზანი უკრაინის ოკუპაციაა. პუტინს, რა თქმა უნდა, სურს ჩვენი სრული ოკუპაცია. მისთვის ეს არის გამარჯვება და სანამ ის ამას ვერ შეძლებს, გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ამიტომ არის ჩვენი გადარჩენა გამარჯვება. იმიტომ, რომ ჩვენ გადარჩენას ვახერხებთ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ქვეყნით, ჩვენი დამოუკიდებლობით”, – განაცხადა ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay