კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება ევროკავშირის დელეგაცია ვაშინგტონში მიემგზავრება, რათა აშშ-სთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე იმუშაოს – ანტონიო კოშტა

ევროკავშირის დელეგაცია ვაშინგტონში მიემგზავრება, რათა აშშ-სთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე იმუშაოს – ანტონიო კოშტა

by admin

იმისათვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ დაასულოს ომი, საჭიროა მეტი სანქცია, ბრიუსელში იწყება სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა. ამის შესხაებ  ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა.

“ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა შემდგომი სანქციების, პირდაპირი სანქციების და მეორადი სანქციების გზით.

საჭიროა მეტი ეკონომიკური ზომები, რათა რუსეთი ვაიძულოთ, შეწყვიტოს ეს ომი, შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა, შეწყვიტოს ეს ომი უკრაინაში. ბრიუსელში ახალი სანქციების პაკეტზე მუშაობა იწყება და ჩვენი გუნდი, ევროპული გუნდი, ვაშინგტონში მიემგზავრება, რათა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად იმუშაოს. ცხადია, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა არა მხოლოდ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა, არამედ უკრაინელებისთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზაც. ჩვენ მხარს გიჭერთ ამ ომში, რომელიც გრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის მისაღწევად, სამშვიდობო მოლაპარაკებებში. და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის მომავალს”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay