“ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე “დანაშაულით” ისჯიან სასჯელს. ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდით, ჩვენ ველოდებოდით 8-თვიანი ვადის გასვლას… გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ დღეს რაც გააკეთა ე.წ პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, მანიპულირება ადამიანების თავისუფლების, კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა.
პირდაპირ გეუბნებით, თუ უახლოეს დღეებში ე.წ პრეზიდენტი არ გამოუშვებს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას თავისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ესენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან.
არჩევნებთან დაკავშოირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ძლიერი საქართველოს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს, მიზანი გვაქვს ყველას ერთი – ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ, ძლიერ საქართველოს არცერთი წამით არ უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად” – – ამბობს მამუკა ხაზარაძე საპატიმროს დატოვების შემდეგ