ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.
“რუსეთი მოლაპარაკების მაგიდის ნაცვლად ბალისტიკურ რაკეტებს და ომის დასრულების ნაცვლად მკვლელობების გაგრძელებას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების ჯერ კიდევ არ ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს. ყველა საბოლოო ვადა დარღვეულია და დიპლომატიის ათეულობით შესაძლებლობა განადგურდა. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყოველი დარტყმისა და ამ ომის ყოველი დღისთვის”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე