კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

by admin

აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.

მისივე თქმით, აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს.

„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს“, – წერს რუბიო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay