156
თეთრი სახლის სპიკერის, კეროლაინ ლივიტის თქმით, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალიასკის ქალაქ ანკორიჯში გაიმართება:
“პარასკევს დილით, პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ქვეყნის მეორე ბოლოში, ანკორიჯში, ალასკაზე, სადაც შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს შეხვედრა დაიგეგმა იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს სთხოვა შეხვედრა. პრეზიდენტი (ტრამპი) დათანხმდა პრეზიდენტ პუტინის თხოვნას და ამ შეხვედრის მიზანია პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ გაიგოს როგორ არის შესაძლებელი ამ ომის დასრულება. გუშინ, თქვენი თანდასწრებით პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალში სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება”