შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

by admin

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

“მას პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვაცნობე. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ პოზიციები შევაჯერეთ. უკრაინისთვის პრიორიტეტს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა წარმოადგენს, რაც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, როგორც რეალური მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay