შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home პოლიტიკა პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერნოსის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ, უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერნოსის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ, უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

რუსეთს უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას არ მივცემთ, ვინაიდან სადაც მეორე, იქ მესამეცაა, პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა ისინი აირიდოს, მას ომში, მკველობებში პაუზის, ჩვენი მიწის ოკუპაციის ლიგელიზებაში გაცვლა სურს. უკვე მეორედ სურს ტერიტორიული მონაპოვარის მიღება.

მას ყირიმის აღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპაცია გამოიწვია. მან პრენევციული დასჯა არ მიიღო, როდესაც კონტინგენტს აგროვებდა ჩვენს საზღვრებთან – ამან ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.

ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერნოსის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოქის, ყირიმის დაპრყობა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ. რუსეთს ვიცნობთ – სადაც მეორე, იქ მესამეცაა. ამიტომ მყარად ვდგავართ მტკიცე უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების მტკიცე, სანდო არქიტექტურას დაეფუძნება. პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ. მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობებში პაუზა, არამედ რეალური ხანგრძლივი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა ოდესღაც მერე, თვეების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი ტრამპი ასე მეუბნებოდა და ამას სრულად ვუჭერ მხარს.

რუსულ მხარესთან შეხვედრები უზრუნველვყავით, და უზრუნველვყავით კონსტრუქტიულად, [ტყვეებით] გაცვლები გავაკეთეთ და შემდეგს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებზე. შედეგის იმედი გვაქვს. ასევე საჭიროა შედეგი ლიდერების დონეზე – ღირსეული შედეგი, რათა ადამიანთა სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რათა მსოფლიომ შედეგს აფასებდეს და მადლობელი იყო ლიდერის, რომელიც მას მოიტანს,” – განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay