თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, მათი თქმით, წინა სხდომაზე, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ 11 პირის პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა ამისა, ვინაიდან დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
გალუსტაშვილის განცხადებით, “სასამართლო ხელმძღვანელობს გინივრულ ეჭვს მიღმა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით”, რის საფუძველზეც 11-ვე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა:
“თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებამ დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა ეს არ არის საფუძველი რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს”