96
უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტს 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი კენჭისყრა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა, თუმცა, ძალაში შესვლამდე პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
ამასთან, რადაში მხარი დაუჭირეს მიღებული კანონის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად დაუყოვნებლივ გადაგზავნას