პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home საზოგადოება რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაული, ისინი არ შეჩერდებიან, თუ მათ არ შეაჩერებენ – ანდრიი ერმაკი

რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაული, ისინი არ შეჩერდებიან, თუ მათ არ შეაჩერებენ – ანდრიი ერმაკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმას ეხმიანება.

როგორც ერმაკი აღნიშნავს, ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია

„რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში  სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყა. დადასტურებულია, რომ 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა. ახლომდებარე საცხოვრებელი შენობები განადგურებულია.

ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია – და ისინი არ შეჩერდებიან, თუ მათ არ შეაჩერებენ“, წერს ერმაკი X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს  ზაპოროჟიეს ოლქში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay