პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home საზოგადოება მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს – მარკო რუბიო

მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს – მარკო რუბიო

by admin

მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმური მთავრობა არ წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

„მადურო ნარკოტერორისტული ორგანიზაცია Cartel de Los Soles-ის ხელმძღვანელია, რომელმაც ქვეყანა ხელში ჩაიგდო. მას შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ“, – აღნიშნა რუბიომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვენესუელაში მიმდინარე მუნიციპალური არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.

სააგენტომ ვენესუელის ხელისუფლება საარჩევნო სისტემის მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„28 ივლისს, მოპარული საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავის წინა დღეს მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კვლავ აპირებს სამხედროებისა და პოლიციის გამოყენებას ვენესუელელი ხალხის ნების ჩასახშობად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay