პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home პოლიტიკა აშშ-მ უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მ უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

by admin

24 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან უკრაინისთვის $322 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის გაყიდვა დაამტკიცა, რაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ჯავშანმანქანების მიწოდებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გაყიდვების შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეცა კონგრესს.

პაკეტი $150 მილიონის ღირებულების ამერიკული ჯავშანმანქანების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებაზე, რემონტსა და განახლებას ითვალისწინებს, ხოლო $172 მილიონს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.


ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay