პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home საზოგადოება ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული – ჯამში გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება – თინათინ რუხაძე

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული – ჯამში გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება – თინათინ რუხაძე

by admin

ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში კონცერტს 55 ათასი ადამიანი დაესწრება.

„20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული. ჯამში 55 ათასი ადამიანი დაესწრება გრანდიოზულ შოუს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს კულტურული ჰაბის ფუნქცია. ოდითგან ვიყავით დიდი კულტურის ცენტრი. ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, ვფიქრობ, “Starring Georgia” დაიწყებს დიდ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურიზმს საქართველოში, ეკონომიკის წინსვლას“,- აღნიშნა რუხაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში, თბილისში მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს გამართავს. სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay