„ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
“ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. ჩვენ ვირჩვეთ ბრძოლას. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღდეგ ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ვართ ტოტალური წინააღდეგობისთვის, რეპრესიებისთვის, პატირობისთვის. დე-ფაქტო ხელიუსფლებასთან, დე-ფაქტო ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი”,- განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ