ბაქოში რუსეთის საელჩოს თანახმად, აზერბაიჯანში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის, ტურისტებისგან, საცხოვრებელ სახლებში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების მისვლის, საბუთების შემოწმებასა და მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობები მიიღეს.
“მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბაქოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე კომენტარების გაკეთების მრავალ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ბოლო საათებში მრავალი მომართვა შემოვიდა რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შორის, ტურისტული მიზნებითაც. ისინი იტყობინებიან, რომ მათ საცხოვრებელ ადგილზე სამოქალაქო ტანსაცმლით გამოწყობილი პირები მივიდნენ (ზოგიერთმა მათგანმა თავი პოლიციის თანამშრომლად წარადგინა), რომლებიც ქვეყანაში რუსების ჩასვლის მიზნით ინტერესდებოდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. ზოგიერთი იმ პირის თქმით, რომლებმაც საელჩოს მიმართეს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს.ვაცხადებთ, რომ საელჩომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დროულად გააგზავნა ცნობა დაკავებული რუსეთის მოქალაქეებთან საკონსულო წვდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მხარისგან პასუხი არ ყოფილა “. – წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში