აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა ცნობას, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანის საელჩოში პატივი მიაგო “ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას” და ირანის რეჟიმს სოლიდარობა გამოუცხადა.
“ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის ღონისძიებაზე მივიდა, რომელიც “ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას მოკლულ მოწამეთა ხსოვნას” ეძღვნებოდა, და ტერორისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ოცნებას უყვარს ტერორისტი ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, და სძულს ამერიკა.” – დაწერა უილსონმა X-ზე.
ცნობისთვის, თბილისში ირანის საელჩოს განცხადების მიხედვით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანს სოლიდარობა გამოუცხადა და პატივი მიაგო ირანში “ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას”