კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება – ფრიდრიხ მერცი

ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება – ფრიდრიხ მერცი

by admin

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს, რადგან წარსულში ასეთმა კონტაქტებმა უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია ვერ გამოიწვია.

“მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტს რუსეთი კიევისა და საავადმყოფოების მძიმე დაბომბვით შეხვდა. ჩემს წინამორბედთან ბოლო სატელეფონო საუბარს ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა. ასე რომ, თუ ეს ასეთი სატელეფონო ზარების შედეგია, დიდი ხნის განმავლობაში თავს შევიკავებდი მათგან,“ – განაცხადა მერცმა. შეკითხვაზე, მიჩნევს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს, მერცმა უპასუხა: „აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay