კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა ზელენსკიმ დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ზელენსკიმ დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პოლონეთის პრეზიდენტს ჯილდო უკრაინულ-პოლონური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაეცა.

ანდჟეი დუდა კიევში 28 ივნისს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

აღნიშნული ვიზიტი დუდასთვის პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ბოლო იქნება, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა 2 ივლისს იწურება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay