ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
“პრეზიდენტის პოზიცია და ჩვენი სამხედრო პოზიცია არ შეცვლილა. პრეზიდენტმა უბრალოდ შეკითხვა დასვა, რომელიც ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრ ადამიანს აქვს: თუ ირანის რეჟიმი ბირთვული პროგრამის დათმობასა და მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ რატომ არ უნდა აჯანყდეს ირანელი ხალხი ამ სასტიკი ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ? დარწმუნებულები ვართ, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა. ასევე, გვჯერა, რომ სადაც ეს დარტყმები განხორციელდა, სწორედ იქ ინახებოდა ირანის მიერ გამდიდრებული ურანი. ჩვენ ამაში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით, პრეზიდენტი ამ დარტყმებს არ განახორციელებდა”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.